საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ცხადდება სტატიების მიღება სამეცნიერო სტუდენტური ჟურნალისთვის ‘ფსიქოლოგია და განათლების მეცნიერებები“

საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების ფსიქოლოგიის, განათლების მეცნიერებებისა და ოკუპაციური თერაპიის საგანმანათლებლო პროგრამების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტების საყურადღებოდ!


იწყება თსუს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის სტუდენტური ელექტრონული ჟურნალის “ფსიქოლოგია და განათლების მეცნიერებები” მესამე ნომრისთვის სტატიების მიღება. ჟურნალის რიგით მესამე ნომრისთვის სტატიების მიღება იწყება 2021 წლის 1 ნოემბერს და გაგრძელდება 2021 წლის 12 დეკემბრის ჩათვლით.

მესამე გამოცემისთვის თქვენი სამეცნიერო-კვლევითი ნაშრომები მიიღება შემდეგ თემატიკებზე:

1. ფსიქოლოგია
2. განათლების მეცნიერებები
3. ოკუპაციური თერაპია


გვერდების რაოდენობა: მაქსიმუმ 20 გვერდი.

მონაწილეთა რაოდენობა: ერთი სტატიის თანაავტორთა რაოდენობა უნდა იყოს მაქსიმუმ 2 სტუდენტი (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა).
სამეცნიერო სტატიის დაწერის შესაბამისი სტანდარტები იხილეთ ჩვენს საიტზე: https://psyedu.tsu.ge/instructions

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ან კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ:
1. ფეისბუქ გვერდზე: https://www.facebook.com/psyedujournal
2. ელ.მისამართზე: psy.edu.journal@gmail.com
ინფორმაცია ჟურნალის შესახებ:

„ფსიქოლოგია და განათლების მეცნიერებები“ თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ოფიციალური ელექტრონული სტუდენტური ჟურნალია, რომელიც ეძღვნება ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა სფეროს აქტუალურ სამეცნიერო პრობლემებს. ჟურნალი განკუთვნილია ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისათვის.

სამეცნიერო ჟურნალი ხელს შეუწყობს აკადემიურ სივრცეში იდეების გაცვლასა და სამეცნიერო კომუნიკაციის სტიმულირებას. აგრეთვე, დაეხმარება სტუდენტებს დააგროვონ ის აქტივობები, რომლებიც საჭიროა სხვადასხვა აკადემიურ, სამეცნიერო, პროფესიულ, წამახალისებელ თუ სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობისთვის.

სტატიების რეცენზირებასა და ექსპერტიზას უზრუნველყოფს თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახური.
ჟურნალის მესამე ნომრის ფარგლებში, პირველად, სტატიების გამოქვეყნება შეეძლება საქართველოს მასშტაბით ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებების უმაღლესი საგანმანთლებლო პროგრამების სტუდენტებს, რაც ხელს შეუწყობს აღნიშნულ სფეროში სამეცნიერო ურთიერთობების გააქტიურობას და ფსიქოლოგიისა და განათლების
მეცნიერებების აქტუალური საკითხების პოპულარიზებას და დაინტერესებას საქართველოს სამეცნიერო წრეებში.

ამასთანავე, ჟურნალის მესამე ნომრის პრეზენტაციის ფარგლებში განხორციელდება პირველი დისტანციური კონფერენცია/სამეცნიერო მოხსენებითი ღონისძიება.

თარიღი: 30/10/2021